მიხეილ სარჯველაძე - ლევან ხაბეიშვილის ამჩატებული დამოკიდებულება საკითხებისადმი, არ გამოიყურება კარგად - პოლიტიკური მარცხი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განიცადა, გრძელდება და მალე მისი სრული აღსასრულით დასრულდება

პოლიტიკური მარცხი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განიცადა, გრძელდება და ვფიქრობ, მალე ამ პოლიტიკური პარტიის სრული აღსასრულით დასრულდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებასა და ხელმოწერას არაოფიციალურ დოკუმენტზე, რომ მელიას პარტიის წევრად არ განიხილავს და მას „ამჩატებული“ უწოდა.

„შთამბეჭდავი სცენა იყო, არ ვიცი სერიოზული კომენტარის გაკეთება ამაზე რამდენად შეიძლება, ეს ყველაფერი ემსგავსება თამაშს და ეს არასერიოზული დამოკიდებულება მაინც და მაინც კარგი სანახავი არ არის, რადგან საკმაოდ მსხვილი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც ჰქონდა მსხვილი ამბიციები, გასაგებია ახლა რა მდგომარეობაშია, მაგრამ მისი ლიდერის ასეთი ამჩატებული დამოკიდებულება საკითხებისადმი, არ გამოიყურება კარგად. ამ პოლიტიკურ პარტიაში არამც თუ წერტილის დასმა არ გამოიწვია ამან, არამედ ახალი მწვავე კონფლიქტების საფუძველი გახდა, რაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან უკვე გამოიხატა განცხადებებში. პოლიტიკური მარცხი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განიცადა, გრძელდება და ვფიქრობ, მალე ამ პოლიტიკური პარტიის სრული აღსასრულით დასრულდება, ასეთი პირი უჩანს,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის რიგებში არ ირიცხება. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

გადაცემის წამყვანებმა ხაბეიშვილს წერილობით გააცნეს შეკითხვა: "ირიცხება თუ არა ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში, არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი" და შესაბამისი ფურცელი გადასცეს, რაზეც ხაბეიშვილმა უპასუხა:

„არ ირიცხება, არ ირიცხება, რა ვიცი. ეს თუ ამთავრებს ამ თემას.... არ არის. არ არის, არ წარმოადგენს [ნაციონალურ მოძრაობას]".

ამის შემდეგ ხაბეიშვილმა საკუთარი პასუხი ფურცელზე ხელმოწერით დაადასტურა.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა