თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლი დაათვალიერა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლი დაათვალიერა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, უხვი ნალექისა და შტორმის შედეგად დაზიანდა ბათუმის და ქობულეთის სანაპირო ზოლი, ამასთან, არსებული ინფრასტრუქტურა.

„მობილიზებულია მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები. ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ სანაპირო ზოლში გადაადგილებისგან. ყველაფერი გაკეთდება მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისა და ინფრასტრუქტურის სწრაფად აღდგენისთვის“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მათივე ცნობით, ადგილზე იმყოფებიან ქობულეთის მერი ლევან ზოიძე, ასევე მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ინფორმაციისთვის, უხვი ნალექისა და ზღვაზე შტორმის შედეგად ბათუმის და ქობულეთის სანაპირო ზოლი დაზიანდა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში