ხატია დეკანოიძე - პარტიიდან გარიცხვის ფაქტი ბოლოს რომ მოხდა, მე ვიყავი ძალიან ახალგაზრდა - კომუნისტური პარტიიდან რიცხავდნენ და ეს იბეჭდებოდა გაზეთებში

პარტიიდან გარიცხვის ფაქტი ბოლოს რომ მოხდა, მე ვიყავი ძალიან ახალგაზრდა. "კომუნისტური პარტიიდან" რიცხავდნენ და ეს იბეჭდებოდა გაზეთებში, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ „ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში არ ირიცხება“.

ხატია დეკანოიძის თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო პარტიამ, რომელსაც პროდასავლურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე აქვს პრეტენზია.

„ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო ეს განცხადება. განსაკუთრებით წერილობითი განცხადება პირდაპირ ეთერში, რომელიც ნიკა მელიას საყოველთაო დასჯას უფრო ჰგავდა. არ ვიცი ეს იყო ერთი ადამიანის მიმართ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიება თუ არა, ვინაიდან ამ მანიფესტს ძალიან ბევრმა ადამიანმა არ მოაწერა ხელი პარტიის შიგნით და ამ ადამიანების მიმართ მსგავსი გადაწყვეტილება არ ყოფილა.

როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებთ „ქართულ ოცნებას“, რომ განსხვავებული აზრის მიღება არ შეუძლიათ, რა თქმა უნდა, ჩვენ და ოპოზიციამ ძალიან სერიოზული მაგალითი უნდა აჩვენოს, როგორ შეუძლია განსხვავებული აზრის მიღება და მათ შორის შიდა პარტიული დემოკრატია გაცილებით სხვა სტანდარტების უნდა იყოს, ვიდრე ეს არის ახლა დამკვიდრებული „ქართული ოცნების“ პირობებში. სამწუხაროდ სრულიად საპირისპირო მივიღეთ ამ გადაწყვეტილებით.

მე არ მესმის, რა არის სამართლებრივად „თავი ამოირიცხა“, სამართლებრივად ასეთი რაღაც არ არსებობს. ადამიანმა განცხადებით უნდა მიმართოს ან თვითონ უნდა იყოს ინიციატორი. „თავი გაირიცხა, პარტიის გარეთ დააყენა“ ასეთი სამართლებრივი სტატუსი არ არსებობს და ვერც იარსებებს.

ეს ძალიან სამწუხაროა იმიტომ, რომ პარტიიდან გარიცხვის ფაქტი ბოლოს რომ მოხდა, მე ვიყავი ძალიან ახალგაზრდა. "კომუნისტური პარტიიდან" რიცხავდნენ და ეს იბეჭდებოდა გაზეთებში. ძალიან სამწუხაროა ეს გადაწყვეტილება და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღო პარტიამ, რომელსაც პროდასავლურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე აქვს პრეტენზია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის რიგებში არ ირიცხება. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. გადაცემის წამყვანებმა ხაბეიშვილს წერილობით გააცნეს შეკითხვა: „ირიცხება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში, არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი“ და შესაბამისი ფურცელი გადასცეს, რაზეც ხაბეიშვილმა უპასუხა: „არ ირიცხება, არ ირიცხება, რა ვიცი. ეს თუ ამთავრებს ამ თემას.... არ არის. არ არის, არ წარმოადგენს [ნაციონალურ მოძრაობას]".

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში