ფოთის მერი - ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს

ძლიერმა შტორმმა ფოთში სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაიტბორა ბულვარის მიმდებარე ქუჩებიც. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. სანაპირო ზოლზე მუშაობს მძიმე ტექნიკა, პრობლემურ ადგილებზე ეწყობა ე.წ. ტეტრაბოტები.

,,სამწუხაროდ, ფოთის სანაპიროზე, დღის მეორე ნახევარში გაიზარდა შტორმის სიმძლავრე, ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ პრევენციულ სამუშაოებს. კუნძულის სანაპიროზე, იმ მონაკვეთებში, სადაც სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი მოგვაყენა მიმდინარეობს ე.წ. ტეტრაბოტების მოწყობა, რათა თავიდან ავირიდოთ კიდევ უფრო დიდი ზიანი.

ამინდის გაუმჯობესებისთანავე აქტიურად განვახორციელებთ სხვა სალიკვიდაციო სამუშაოებს.

მადლობა ყველა კომპანიას, რომლებიც მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად ჩართულია სტიქიასთან ბრძოლის პროცესში“, - განაცხადა ფოთის მერმა.

ფოთის მერიის ინფორმაციით, ფოთში ძლიერმა ქარმა მრავალბინიანი კორპუსის სახურავიც დააზიანა, სადაც უკვე მოხდა დროებითი გადახურვის მონტაჟი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა