რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?

უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. მაღალია მოთხოვნა როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ ფართზე. დეველოპერული კომპანიები კი ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ხშირად იწყებენ ახალი კომპლექსების მშენებლობას. ამ ფონზე განსაკუთრებული პოპულარობით მშენებარე ბინები შიდა განვადებით სარგებლობს.

მომხმარებელი ასეთი ტიპის საცხოვრებელი სივრცეებით, პირველ რიგში, დაბალი წინასწარი შენატანის გამო ინტერესდება - შეძენის მსურველს საშუალება ეძლევა უძრავ ქონებაში შედარებით დაბალი საწყისი თანხა გადაიხადოს.

მშენებარე ბინის ყიდვის შემთხვევაში გადახდის პირობებიც ბევრად მოსახერხებელია - გაზრდილი მოთხოვნის გამო კომპანიები მუდმივად ცდილობენ მომხმარებლებს გადახდის ინდივიდუალური გეგმა შესთავაზონ.

დღესდღეობით ახალი მშენებლობის წამოსაწყებად ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ნუცუბიძის მიკრორაიონები ითვლება. ნუცუბიძის პლატოები დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წერტილებია. ასეთ ადგილას დასახლება კი თავისთავად ნიშნავს ქალაქის დაბინძურებული ჰაერისგან თავის დაღწევასა და შედარებით ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას.

სამშენებლო კომპანია „აპექს დეველოპმენტი“ მომხმარებელს ნუცუბიძეზე მდებარე მშენებარე ბინებს სთავაზობს. „აპექს ნუცუბიძე“ პაატა დათუაშვილის ქუჩაზე მიმდინარე პროექტია, რომელიც ახალმოსახლეებს თეთრი კარკასის სახით ბარდება.

კორპუსი ბინადრების მაქსიმალურ კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

რა აქცევს ნუცუბიძეზე მშენებარე ბინის შეძენას კარგ გადაწყვეტილებად? - მოცემულ შეკითხვას ამ სტატიაში ვუპასუხებთ:

გარშემო მდებარე მწვანე სივრცეები

ნუცუბიძის პლატოები დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური დასასვენებელი სივრცის - ლისის ტბის სიახლოვეს მდებარეობს. ადგილზე შეხვდებით სათამაშო სივრცეს ბავშვებისთვის, გაშლილ მინდვრებსა და ტყეს შინაური ცხოველების გასასეირნებლად. ველოსიპედით გადაადგილების მოყვარულებს კი შეუძლიათ ველობილიკით სარგებლობაც.

სამშენებლო კომპანია „აპექსი“ ლისის ტბის ტერიტორიაზე ამჟამად „აპექს ლისის“ B და C ბლოკებს აშენებს. ამავე ტერიტორიაზე შეხვდებით დასრულებულ A და D ბლოკებს. ბინები ახალმოსახლეებს მწვანე კარკასის სახით ბარდება.

ახლო მანძილი ყველა მნიშვნელოვან დაწესებულებამდე

როდესაც ახალი საცხოვრებლის ადგილმდებარეობას ვარჩევთ უამრავ ფაქტორს ვითვალისწინებთ, თუმცა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც შვილები ჰყავთ, უმნიშვნელოვანესია ისეთ სივრცეებთან ახლოს ყოფნა, როგორებიცაა სკოლები, ბაღები და სპორტული კომპლექსები.

გამომდინარე იქიდან, რომ ნუცუბიძეზე ბევრი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, უბნის მაცხოვრებელი თავისუფლად შეძლებს შვილი უბანში მდებარე სკოლაში ან ბაღში ატაროს და ამით ყოველდღიურობა ბევრად გაიმარტივოს.

მარტივი გადაადგილება ტრანსპორტით

ნუცუბიძის ქუჩა თბილისში ერთ-ერთ ყველაზე მარტივად მისადგომ ადგილად ითვლება. მიკრორაიონებში მოძრაობს ავტობუსები, ტაქსები და მიკროავტობუსები.

ამასთან ერთად, ნუცუბიძის მე-3 მიკრორაიონი უკავშირდება ვაშლიჯვრის გზატკეცილს, რომელიც ავტომობილის მძღოლებს საშუალებას აძლევს სწრაფად დაუკავშირდნენ ქალაქის მეორე ბოლოს და თავი აარიდონ საცობებს.

გაშლილი დასახლებები და ნაკლები სიმჭიდროვე

ნუცუბიძის მიკრორაიონები თბილისის სხვა მრავალი უბნისგან განსხვავებით, არ გამოირჩევა სიმჭიდროვით. ტერიტორიაზე ძველი აშენებული კორპუსებიც კი მნიშვნელოვნადაა ერთმანეთისგან დაშორებული, რაც უბნის მოსახლეობას პირადი სივრცის შენარჩუნების საშუალებას აძლევს - ეს დედაქალაქში მოსახლეობის მზარდი რაოდენობის გამო ყოველდღიურად უფრო და უფრო პრობლემური საკითხი ხდება.

საბოლოო ჯამში, ბინები ნუცუბიძეზე საცხოვრებელი სივრცის შეძენის მსურველს უამრავ უპირატესობას სთავაზობს.

აპექს დეველოპმენტი ნუცუბიძეზე

„აპექს დეველოპმენტი“ ქართულ სამშენებლო ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა. კომპანია მომხმარებელს მაღალი ხარისხის საცხოვრებელ კომპლექსებსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ბინებს სთავაზობს.

2023 წლისთვის „აპექს დეველოპმენტს“ 10 დასრულებული და 3 მიმდინარე პროექტი აქვს თბილისის მასშტაბით. მიმდინარე მშენებლობებს შორის ერთ-ერთია „აპექს ნუცუბიძე”.

კომპანიის დასრულებული პროექტები დადიანის, მეტრეველის, ბერბუკის, მიცკევიჩის, ავლაბრისა და ცაგარელის ქუჩებზე მდებარეობს. დასრულებულ ორ ბლოკს შეხვდებით ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო