გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ხობში, ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ფოთის რაიონული პროკურატურისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილე ალექსანდრე კოდუამ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე, საქართველოს პროკურატურაში არსებულ სერვისებზე, უწყების სტრატეგიაზე, გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალთა მკვლელობის და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისხლის სამართლის პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით არსებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა.

შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით ბერაია, მერიის სამსახურების და ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენცია.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში