26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა

26 ნოემბერს მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოში „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა. ბიზნესმენ გიორგი სვანიძის ინიციატივით საქართველო 2019 წელს შეუერთდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს, რომელიც ზეთისხილის მწარმოებელ 48 ქვეყანას აერთიანებს, რაც მსოფლიოს ბაზრის 97%-ია.

2019-2021 წლებში გიორგი სვანიძე საბჭოს პრეზიდენტად ორგზის აირჩიეს. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს დამკვიდრდა "ზეთისხილის მსოფლიო დღე". 22-23 ნოემბერს, მადრიდში, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიერ რიგით 61-ე სხდომა და 118-ე პლენარული სესია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყნების ოფიციალური დელეგაციები და წარმომადგენლები კერძო სექტორიდან. მადრიდში იმყოფებოდა ბატონი გიორგი სვანიძე, რომელიც საბჭოში საქართველოს ზეთისხილის მწარმოებლებს წარმოადგენს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და საბჭოს წევრებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განხორციელებული ზეთისხილის წარმატებული პროექტები და დარგის განვითარების არსებული და სამომავლო გეგმები გააცნო.

გიორგი სვანიძემ მიულოცა ზეთისხილის მსოფლიო დღე საზოგადოებას, სამთავრობო წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, მინისტრებსა და სექტორის წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ზეთისხილის სექტორის გამოწვევებზე, შესაძლებლობებსა და მიღწევებზე იმსჯელეს და დაგეგმეს სამომავლო აქტივობები.

აღსანიშნავია, რომ გიორგი სვანიძის სახელს უკავშირდება საქართველოში დანერგილი ზეთისხილის კულტურა, რომლის საქმიანობის უნიკალურობა მდგომარეობს ზეთისხილის კულტურის საქართველოში შემოტანასა და დანერგვაში. ზეთისხილით პრემიუმ ხარისხის ზეთისა და მარინადის პროდუქტების წარმოების გარდა, ამ უდიდესი წამოწყების საფუძველი საქართველოს აგრარული სექტორის ხელშეწყობა, რეგიონის განვითარება და ქართველი ფერმერების გაძლიერება იყო.

„სვანიძის ზეთისხილის“ წარმოება მოიცავს 100%-ით ბუნებრივ, ექსტრა ვირჯინ ზეთისხილის ზეთს და მარინადებს, რომელიც საქართველოში მიღებული ზეთისხილის მოსავლიდან იწარმოება. ზეთისხილის პროდუქცია „სვანიძის“ ბრენდირებითაა ბაზარზე წარმოდგენილი, პროდუქცია ხელმისაწვდომია საქართველოს ქსელურ მარკეტებში: აგროჰაბი, კარფური, ფრესკოსა და სმარტში. გიორგი სვანიძის მიერ ქართული ზეთისხილის პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება, ექსპორტი და ქსელების მასშტაბურად ათვისება მიმდინარე წლის და სამომავლო გეგმებშია.

„მსოფლიო საერთაშორისო ზეთისხილის დღეს მივულოცავ ყველა ზეთისხილის მწარმოებელს. როდესაც საქართველო იყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე, სწორედ ჩემი პრეზიდენტობის დროს იუნესკოსთან შეთანხმებით დაარსდა "მსოფლიო საერთაშორისო ზეთისხილის დღე" და ძალიან მოხარულები ვართ. პირველად შარშანწინ ვიზეიმეთ საქართველოში საქართველოში ზეთისხილის საერთაშორისო დღე. გუშინ ჩამოვფრინდი მადრიდიდან. გაეროს ორგანიზაციაში ყველამ ერთად აღვნიშნეთ ეს დღე. გიორგობას, 23 ნოემბერს მოეწერა ხელი გადაწყვეტილებას, რომ დაწესებულიყო ზეთისხილის საერთაშორისო დღე. ძალიან მნიშვნელოვანი დარგია და შეხვედრაზე ზეთისხილის დეფიციტის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო. თქვენ იცით, რომ ზეთისხილის ფასმა ორჯერ მოიმატა ბაზარზე, რადგან კლიმატის ცვლილებების გამო მოსავალი შემცირდა. კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ დამატებით 100 მილიონამდე ხე დაირგოს მსოფლიო მასშტაბით, რათა პროდუქცია უფრო მეტი იყოს ბაზარზე. მოთხოვნა გაიზარდა ზეთისხილის, რადგან ძალიან ჯანსაღი პროდუქტია და ამაზე ინფორმაცია ვფიქრობ აქვთ კიდევაც მოქალაქეებს. აუცილებელია ამ პროდუქციის მოსავლის კიდევ მეტად გაზრდა, ამიტომ მეტი პლანტაციები უნდა გაშენდეს, რომ მეტი მოსავალი მიიღოს მსოფლიომ. მსოფლიოში და საქართველოში არის სხვადასხვა ჯიშები ზეთისხილის და მაქსიმალურად შევეცდებით საქართველოში ამ ბიზნესის კიდევ მეტად განვითარებას. კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია დეფიციტი და ბუნებრივია ამან ფასების ზრდაც გამოიწვია. ამიტომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქართველო და კავკასია უფრო საინტერესო ხდება. კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე ზეთისხილის მოსავალი აქ უფრო სტაბილური იყო, ვიდრე ევროპაში. ძალიან მკაცრად ვიცავთ ჩვენ საჭირო წესებს. მისასალმებელია, რომ მოხმარებელთა რიცხვიც ძალიან გაიზარდა და მოთხოვნა დიდია. მიხვდა ყველა თუ როგორი სასარგებლოა ორგანიზმისთვის ეს ზეთი და დიდია მოთხოვნა ბაზარზე. ძალიან ბევრი ავადმყოფისგან ხარ დაცული ადამიანი, როცა ამ 100 პროცენტით ნატურალურ პროდუქციას მოიხმარ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ფასები ძალიან გაიზარდა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ საქართველოში იგივე ფასი დავიჭიროთ და არ გავაძვიროთ ჩვენი პროდუქცია. რომ ნახოთ სვანიძის ზეთი სუპერმარკეტებში, ნახავთ რომ ფასი არის რეგულირებული“, - აცხადებს გიორგი სვანიძე.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო