დავით გაგუა - ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფების გათანაბრება ძალიან კარგია, ეს პაციენტის უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაზრდის

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება პაციენტის უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაზრდის, - აღნიშნულის შესახებ, კლინიკის დირექტორმა, დავით გაგუამ DRG მოდელით ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფების გათანაბრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მეან-გინეკოლოგი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმას დადებით აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, კარგია, როგორც სამედიცინო დაწესებულების განვითარებისთვის, ისე პაციენტის უსაფრთხოებისთვის.

„DRG მოდელით ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფების გათანაბრება ძალიან კარგია. ეს დადებითად იმოქმედებს, როგორს კლინიკისა და მედიცინის განვითარებაზე, ისე პაციენტების უსაფრთხოებაზე. დაფინანსება მოიცავს მოთხოვნით ექიმის აყვანას, გაუტკივარებას, მედიკამენტებს, კვებას, პალატას და სხვა პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხარჯებს.

დღეს, მთელ მსოფლიოში საკეისრო კვეთაზე მოთხოვნა იზრდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საკეისრო მხოლოდ ჩვენების შემთხვევაში გაკეთდეს, ვინაიდან ეს საშუალებას მოგვცემს, რომ არსებული მაჩვენებელი ეტაპობრივად შევაჩეროთ“, - განაცხადა დავით გაგუამ.

რაც შეეხება არჩევით ექიმს, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ეკა შარაძის განცხადებით, პაციენტს საშუალება აქვს, მისთვის სასურველ ექიმი აიყვანოს, იმ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული.

„DRG მოდელი ითვალისწინებს კონკრეტულ სამედიცინო ჩარევებზე ერთიანი, სამართლიანი ტარიფების დადგენის პოლიტიკას. სახელმწიფო განსაზღვრავს გადასახდელი თანხის მოცულობას, შესაბამისად მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის მაღალი ხარისხით, მაღალი დანახარჯების გარეშე. ბენეფიციარს აქვს თავისუფალი არჩევანი, მიმართავს პროგრამაში ჩართულ, სასურველ სამედიცინო დაწესებულებას. სასურველი ექიმის არჩევის შემთხვევაში, შეთანხმება უნდა შედგეს ექიმსა და პაციენტს შორის, მომსახურება ფინანსდება სახელმწიფოს მიერ“, - განაცხადა ეკა შარაძემ.

დაფინანსების DRG სისტემა მშობიარობასა და საკეისრო კვეთის მომსახურებაზე 15 ნოემბრიდან ამოქმედდა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში