ირაკლი კობახიძე - ქვეყანა არ დაიქცევა თუ ოპოზიცია და არასამთავრობოები 9 პუნქტის შესრულებაშიც არ ჩაერთვებიან - ალბათ, კიდევ მარტო მოგვიწევს შემდეგ ეტაპზე გადასვლა, მოლაპარაკებების გახსნა

ქვეყანა არ დაიქცევა თუ ამ 9 პუნქტის შესრულებაშიც არ ჩაერთვებიან [ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები], ჩვენი ქვეყანა წინ მაინც წაიწევს, თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება თუ ყველა სუბიექტი ევროკავშირის მოთხოვნებს გაჰყვება და იმ პროცესებში ჩაერთვება - სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი იმედი არ გვაქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან, 9 დათქმის შესრულების მიზნით მიღებული სამოქმედო გეგმის აღსრულების პროცესში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია პროცესში, ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ეტაპზე მაინც გადავა.

„სამოქმედო გეგმა მომზადდა, გაიგზავნა უკვე ევროკომისიაში. რაც შეეხება ინკლუზიურობას, ამას ითვალისწინებს თავად ეს დოკუმენტი, თავად სამოქმედო გეგმა. თითოეული პუნქტი სწორედ ამ სულისკვეთებით არის გაწერილი და მითითებულია თითოეულ შემთხვევაში, რომ პროცესები ინკლუზიური ფორმით წარიმართება, უზრუნველყოფილი იქნება საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობა. ჩვენ არაერთგზის, შესაბამისი საჯარო შეთავაზებაც გავაკეთეთ, როგორც პარტიების მიმართ, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ვნახოთ, როგორი იქნება რეალური ჩართულობა. თქვენ ნახეთ, რომ ცალმხრივადაც მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება, ყოველგვარი მათი ჩართულობის გარეშე. ქვეყანა არ დაიქცევა თუ ამ 9 პუნქტის შესრულებაშიც არ ჩაერთვებიან. ჩვენი ქვეყანა წინ მაინც წაიწევს, თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება თუ ყველა სუბიექტი ევროკავშირის მოთხოვნებს გაჰყვება და იმ პროცესებში ჩაერთვება, რომლებიც ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პირობების შესრულებასთანაა დაკავშირებული.

ასე გაგრძელდება მუშაობა. ალბათ, კიდევ მარტო მოგვიწევს შემდეგ ეტაპზე გადასვლა, მოლაპარაკებების გახსნა და ა.შ. სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი იმედი არ გვაქვს. წარსული გამოცდილება არ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ყველა შემთხვევაში, ოპოზიცია ჩაერთვება თუ არა, მაინც გადავალთ შემდეგ ეტაპზე, შესრულდება 9 პრიორიტეტი, როგორც მოვახერხეთ მუშაობა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მიღება, ასევე მოვახერხებთ ამ სამუშაო პროცესის გაგრძელებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, როდის იგეგმება სამოქმედო გეგმის გასაჯაროება, კობახიძემ აღნიშნა, რომ „დასამალი არაფერი არ არის, დღეს ან მაქსიმუმ ხვალ, რა თქმა უნდა, გასაჯაროვდება ეს დოკუმენტი“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები