ნიკოლოზ სამხარაძე უზბეკეთის პარლამენტის საკანონმდებლო პალატის საერთაშორისო და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე უზბეკეთის პარლამენტის საკანონმდებლო პალატის საერთაშორისო და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დილორომ ფაიზიევას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებული საპარლამენტო ურთიერთობები და სამომავლოდ მისი გააქტიურების გზები. ხაზი გაესვა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეებში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.

„შეხვედრისას სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი საქართველოში საარჩევნო, ანტიკორუფციული და ენერგეტიკის სფეროში გატარებული რეფორმებით და ამ მიმართულებებით გამოცდილების გაზიარებით დაინტერესდა.

მხარეებმა განიხილეს მომდევნო წელს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო დელეგაციის უზბეკეთში დაგეგმილი ვიზიტი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს