გივი მიქანაძე - დღესდღეობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი არის ქვეყანაში ნომერ მესამე, რაც ხაზს უსვამს ამ სექტორის მიმართ მთავრობის დამოკიდებულებას

28.5 მილიარდი ლარიდან 2.5 მილიარდი ლარი იქნება განათლების და მეცნიერების სექტორზე დახარჯული. ეს არის ოთხჯერ მეტი იმ ბიუჯეტზე, რაც განათლების სისტემაში იყო 2012 წელს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს მოუსმინეს.

გივი მიქანაძის განცხადებით, დღესდღეობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი არის ქვეყანაში ნომერ მესამე, რაც ხაზს უსვამს ამ სექტორის მიმართ მთავრობის დამოკიდებულებას

ამასთან, გივი მიქანაძემ ყურადღება პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდაზე გაამახვილა, რომელიც 2024 წელს არის დაგეგმილი.

„2024 წლის 1 ივლისიდან, თითოეული იმ პედაგოგის ხელფასი, რომელიც სრული განაკვეთით არის დატვირთული, 500 ან მეტი ლარით მოიმატებს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ სკოლებისა და ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, 800 სკოლის მშენებლობა რეაბილიტაციისთვის 1 მილიარდი ლარია გამოყოფილი, ხოლო 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაციისთვის 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი.

„2027 წლის ბოლოსთვის, ინფრასტრუქტურა, როგორც სკოლამდელი აღზრდის ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იქნება იმ სტანდარტების შესაბამისი, რაც წამყვან ევროპულ ქვეყნებში არის", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, გადამუშავებული ბიუჯეტი ცალკე კომპონენტად მოიცავს 1 მილიონ 900 ათას ლარს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რომელიც რეგიონებში არსებულ 6 უნივერსიტეტში უნდა განხორციელდეს.

გივი მიქანაძე სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს და ქმნის განათლების მიღების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას.

„4000-ზე მეტმა სტუდენტმა აღიდგინა სტატუსი, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანი შედეგია", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში