თეა ახვლედიანი „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა“ და „მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ წევრებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი უწყების ინიციატივით დაარსებული „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა“ და ,,მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ წევრებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში 2023 წელს განხორციელებული საქმიანობის შეჯამება, მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების შეფასება წარმოადგენდა, რაც საოკუპაციო ხაზით გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და დაახლოებისკენ არის მიმართული.

„სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკით ხელმისაწვდომი სახელმწიფო პროგრამების შესახებ ჯანდაცვის, განათლების, ვაჭრობის, სახელმწიფო სერვისებსა თუ სათანადო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით და შეხვედრის მონაწილეებს აღნიშნული კუთხით უწყების სამომავლო გეგმები და დაგეგმილი ინიციატივები გაუზიარა.

საბჭოსა და პლატფორმის წევრებმა დადებითად შეაფასებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაწეული ძალისხმევა, სახელმწიფო მინისტრს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს, რაც ჩართულობის ხელშეწყობასა და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ინტერესებსა და საჭიროებებზე სათანადო რეაგირებას ემსახურება.

„შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო“ და „მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმა“ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით 2021 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ერთი მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერებას, ხოლო მეორე მხრივ - ქალთა ჩართულობისა და როლის გაზრდას მშვიდობის მშენებლობის პროცესში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში