ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე

დაახლოებით 2 თვის წინ, zoommer.ge-ზე შესული მომხმარებლები სრულად განახლებულ ვებგვერდზე მოხვდნენ. ზუმერის სახეცვლილმა ვებპლატფორმამ დღის სინათლე 2023 წლის 2 ოქტომბერს იხილა.

ყველაზე მსხვილი ქართული B2C პლატფორმის მესვეურები ცვლილებებს რამდენიმე საჭიროებით ხსნიან: გამარტივებული ნავიგაცია, ინტუიციური დიზაინი და საბოლოოდ, მომხმარებლებისთვის ნაკლები ბარიერის შექმნა მოდელის შერჩევიდან ნივთის მიღებამდე. ვებგვერდის განახლებაზე ზუმერმა კომპანია Lemondo-ს შვილობილ კომპანიასთან, eCommerce 360-თან ერთად იმუშავა.

e-Commerce მიმართულებით ზუმერს 5 ძირითადი სიახლე აქვს:

ვებგვერდის სრული რედიზაინი

განახლება დროდადრო არათუ სასურველი, აუცილებელიც კია. ზუმერის ვებგვერდზე ფერები, ე.წ. აიქონები, ბარათები, მეგა მენიუ, ბანერების სივრცეები, ძიების ლოგიკა და შესახედაობა, კატეგორიების განლაგება, პროდუქტის გვერდების სტრუქტურა შეიცვალა.

რამდენად თვალწარმტაცი გამოვიდა zoommer.ge-ს რედიზაინი, შეფასება თქვენთვის მოგვინდვია.

zoommer-ის მობილური აპლიკაცია

მათთვის ვისაც შოპინგი პირდაპირ სმარტფონიდან ურჩევნია და ბრაუზერიდან ორიენტირებაშიც არ სურს დროის დაკარგვა, ზუმერის მობილური აპლიკაციაც შეიქმნა. Google Play Store-სა და App Store-ში აპლიკაცია თანაბრად ხელმისაწვდომია. ჯერჯერობით, საქმე აპლიკაციის დემო ვერსიასთან გვაქვს.

ყიდვის გამარტივებული გზა

ვებგვერდზე შესვლიდან ამანათის ლოდინამდე საჭირო ნაბიჯების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. შეკვეთის შესახებ ინფორმაციის შესავსები ველები (მისამართი, ინფორმაცია მომხმარებელზე, მიწოდების ტიპი) ერთ გვერდზეა დატანილი და ამის შემდეგ, მომხმარებელი პირდაპირ გადახდის გვერდზე ხვდება.

ახალი ფუნქციები: შეკვეთის დაბრუნება, ფასის დაჯავშნა

მათ, ვინც ტექ. ფერხულში აქტიურადაა ჩაბმული zoommer.ge-ს დამატებითი ფუნქციები განსაკუთრებით მოეწონებათ.

მაგალითად, შეკვეთის დაბრუნების ფუნქციონალი სრულიად ახალია: ამ ფუნქციის დახმარებით, მომხმარებელს შეუძლია შეკვეთიდან ერთი, რამდენიმე ან ყველა პროდუქტის უკან დაბრუნების მოთხოვნის დაფიქსირება.

პროდუქტის ხელმისაწვდომობის სანახახავად, კვლავ არსებობს ფუნქცია - “მარაგი ფილიალებში”.

აი, “ფასის დაზღვევა”, “ფასის დაჯავშნა”, “ფასის კონტროლი” კი, უფრო ხილვადი გახდა. “ფასის დაზღვევის” გააქტიურებისას, თუ ფასმა შეკვეთის დამუშავებამდე დაიწია, მომხმარებელი ვაუჩერის სახით მიიღებს თანხებს შორის სხვაობას. დაჯავშნილი ფასი ჯავშნიდან 24 საათის განმავლობაშია ვალიდური, “ფასის კონტროლის” შემთხვევაში, შეტყობინებას SMS-ის სახით იღებთ. თუ ნივთი მარაგში არ არის, “გამოწერის” ფუნქციის დახმარებით, განახლებულ მარაგზე ინფორმაციაც SMS-ის სახით იგზავნება.

მოქნილი მიტანის სერვისი

ზუმერი ეტაპობრივად საკუთარი მიტანის სერვისს ნერგავს. თბილისში ნივთს საშუალოდ 3 საათში, რეგიონში კი მეორე-მესამე დღეს მიიღებთ. მიტანის პირობებზე დეტალური ინფორმაცია ზუმერის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

ზუმერის e-Commerce დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა ვაშაძე:

ვებგვერდის განახლებაზე მუშაობა იანვარში დავიწყეთ, მანამდე კი დიდი სიფრთხილით დავგეგმეთ პროცესი. აგრეგირებული მონაცემების ანალიზი გარდამტეხი მნიშვნელობის აღმოჩნდა. გავითვალისწინეთ მობილური მოწყობილობებიდან გადმოსული მომხმარებლების მზარდი წილი, სწრაფი მიტანის და მარტივი ნავიგაციის აუცილებლობა. პროექტის საწყის ეტაპზე ჩავატარეთ ვრცელი UX კვლევა და ამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დავგეგმეთ რედიზაინი, რომლის ფარგლებშიც მობაილ ვერსია ფაქტობრივად სრულად განვაახლეთ.

ჩვენი ინდუსტრიისათვის სიახლეები ბუნებრივი პროცესი და ყოველდღიურობის ნაწილია. წლების განმავლობაში ზუმერის ვებგვერდს ათობით ახალი კატეგორია და ათასობით პროდუქტი ემატებოდა. ამ მზარდი ასორტიმენტის და 20 000-ზე მეტი პროდუქტის ოპტიმიზება ისე უნდა გაგვეკეთებინა, რომ მომხმარებელს ზუმერის ტექ. ოკეანეში ძალდაუტანებლად შეძლებოდა გზის გაკვლევა.

ამჟამად განსაკუთრებულ ყურადღებას ერთგული მომხმარებლებისგან მიღებულ უკუკავშირს ვუთმობთ და ცვლილებების ინტეგრირებას ვაგრძელებთ.”

eCommerce 360-ის აღმასრულებელი დირექტორი, სოსო გეგეჭკორი:

ორმაგი გამოწვევაა, როცა E-commerce ტრანსფორმაციას უკეთებ ისეთ ბრენდს როგორიც ზუმერია. პლატფორმა, რომელიც უკვე დიდი ხანია წარმატებით მუშაობს ქართულ E-commerce სივრცეში.

ჩვენ გვქონდა ორი მნიშვნელოვანი ამოცანა - შეგვენარჩუნებინა და გაგვეუმჯობესებინა ის, რაც აქამდეც უყვარდათ ზუმერის მომხმარებლებს, ხოლო მეორე - შეგვეტანა ისეთი ცვლილებები და სიახლეები, რაც რეალურად გააუმჯობესებდა მათ გამოცდილებას და გააცნობდა ჩვენს ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს მათ ყოველდღიურ მოხმარებაში.

გამომდინარე იქედან, რომ ბოლო წლებმა მომხმარებლების ქცევა შეცვალა და მეტი ყურადღება დაეთმო მოქნილობას, სიმარტივეს და სისწრაფეს, გადავწყვიტეთ სწორედ “QuickCommerce”-ის ელემენტები შემოგვეტანა და ზუმერის E-commerce ტრანსფორმაციის შედეგად მიგვეღო განახლებული, უფრო მოქნილი, მარტივი და სწრაფი პლატფორმა.

სწრაფი - ყველა მიმართულებით: ნავიგაციის პროცესი, შეკვეთის პროცესი და მიწოდება.

სამივე მიმართულებით დავნერგეთ ტექნოლოგიები, რაც მაქსიმალურად მოქნილს და სწრაფს ხდის როგორც მომხმარებლის მხარეს, ასევე საოპერაციო პროცესებს. შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გაყიდვების ძირითადი KPI-ები და მომხმარებლის კმაყოფილება.

ამ ყველაფერთან ერთად დავნერგეთ იკომის მობილურ აპლიკაციები, რადგან ყველაზე სწორი გზა სისწრაფისა და სიმარტივისკენ სწორედ ის არის, რომ ყოველთვის ხელმისაწვდომი იყო ყველა მომხმარებლის მობილურში და შეძლო ინდივიდუალური შეთავაზებების გაკეთება, მათი მოწყობილობიდან გამომდინარე…”

საინტერესოა, რა სიახლეებს შემოგვთავაზებს ზუმერი მომავალში და როგორ გაგრძელდება ბრენდის e-Commerce ევოლუცია.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო