მარნეულში რელიგიური მრავალფეროვნების მართვის გამოცდილებაზე შეხვედრა გაიმართა

28 ნოემბერს, მარნეულში, „კულტურული მრავალფეროვნების ჰარმონიული განვითარების ცენტრის“ პროექტის - „ქვემო ქართლის რელიგიური ლიდერები ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰარმონიული განვითარებისთვის“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა თემაზე - „რელიგიური მრავალფეროვნების მართვის საერთაშორისო და საქართველოს გამოცდილება“, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის და მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო პირები და მრევლი, სულ 20 წარმომადგენელი.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე, დასავლურთან ერთად, განიხილეს საქართველოსა მეზობელი ქვეყნების გამოცდილება.

„შეკრებილთა წინაშე მოხსენებით გამოვიდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, დავით დავითაშვილი.

პროექტი საქართველოში საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს