მამუკა გამყრელიძე - რუსეთის პრეზიდენტის ნაცისტური და იმპერიალისტური განცხადებები, ღიად წარმოაჩენს მათ მიზნებს და  წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს სუვერენიტეტისთვის

საქართველოსთვის უკიდურესად სახიფათოა განცხადებები, რაც გაკეთდა გუშინ სახალხო, რუსულ, მსოფლიო ყრილობაზე რუსეთის პრეზიდენტის მიერ, რომლითაც საქართველო განიხილება რუსული სამყაროს ნაწილად - ამ განცხადებით, საქართველო, როგორც სამხრეთ კავკასიის ნაწილი, დადგა ანექსიის საფრთხის წინაშე. პუტინის გზავნილები, განსაკუთრებით საგულისხმოა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ჰგავს მის გამოსვლას მიუნხენის კონფერენციაზე, რასაც მოჰყვა ომი საქართველოში 2008 წელს და ომი უკრაინაში - 2014 წელს, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მამუკა გამყრელიძის განმარტებით, სრულიად ნათელი ხდება რუსეთის იმპერიული მიზნები უახლოეს მომავალში.

„სახალხო, რუსულ მსოფლიო ყრილობაზე პუტინმა საპროგრამო სიტყვა წაიკითხა რითიც, სავარაუდოდ გახსნა საკუთარი საარჩევნო აგიტაცია. განსაკუთრებით საინტერესოა გამოსვლის შინაარსი, პუტინმა ღიად გამოაცხადა, რომ რუსეთი არის ნაცისტური სახელმწიფო, მან პრაქტიკულად დააგვირგვინა რუსეთის ნაცისტურ დიქტატურად ჩამოყალიბება, განაცხადა რა, რომ რუსული ეთნოსის უპირატესობა ვრცელდება რუსეთში მცხოვრებ ყველა ხალხებზე, ბელარუსები და უკრაინელები ჩაწერა რუსულ ნაციაში, რუსული სამყაროს განუყოფელ ნაწილად გამოაცხადა ყოფილ სსრკ-ში შემავალი ყველა ხალხი და ტერიტორია, რითიც საფრთხის წინაშე დააყენა, ბალტიის ქვეყნები, სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია.

ცხადია, ამ გამოსვლაში იყო ღია თავდასხმა დასავლეთზე და პირობა, რომ რუსულ სამყაროს დასავლეთი ვერ შეეხება. გარდა ზემოთქმულისა, პუტინმა ხელი მოაწერა 2024-25-26 წლების ბიუჯეტს, სადაც გათვალისწინებულია უკრაინასთან ომის არნახულად დიდი ხარჯები, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი აპირებს ხანგრძლივი ომის წარმოებას უკრაინასთან და კრებსით დასავლეთთან. თუ ამ ყველაფერს დავუმატებთ იმას, რომ გუშინვე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად არის NATO-სთან ომისთვის, სრულიად ნათელი ხდება რუსეთის იმპერიული მიზნები უახლოეს მომავალში“, - აცხადებს მამუკა გამყრელიძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო