რომან გოცირიძე - პოლიტსაბჭოს წევრი ვერ იქნები, თუ არ დაგამტკიცა ყრილობამ, - ასეა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წესდებით, ამიტომ ეს გაფართოება მელიას მომხრეების გადმობირების მექანიზმი უფროა, ვიდრე პარტიაში რაიმე ცვლილებების მომასწავებელი

პოლიტსაბჭოს წევრი ვერ იქნები, თუ არ დაგამტკიცა ყრილობამ. ასეა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წესდებით, ამიტომ ეს გაფართოება მელიას მომხრეების გადმობირების მექანიზმი უფროა, ვიდრე პარტიაში რაიმე ცვლილებების მომასწავებელი,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე პროცესი მიდის და ეს აზიანებს მთლიანად ოპოზიციურ ფლანგსაც.

"რაც შეეხება მოწოდებას, რომ ძველი წევრები დაბრუნდნენ პოლიტსაბჭოში, პოლიტსაბჭოს წევრებს ამტკიცებს ყრილობა, სანამ ყრილობა არ იქნება და როგორც ჩანს, არ იქნება, ან დიდი ხნის მერე იქნება, ამიტომ ის ხალხი, ვინც გამოცხადდებიან პოლიტსაბჭოს წევრად, პოლიტსაბჭოს წევრები ვერ იქნებიან, უბრალოდ, პოლიტსაბჭოს სხდომაზე დასწრების უფლებას მისცემენ და ფორმალურად, სათათბირო ხმის უფლების მქონე პოლიტსაბჭოს წევრი შეიძლება უწოდონ, მაგრამ პოლიტსაბჭოს წევრი ვერ იქნები, თუ არ დაგამტკიცა ყრილობამ. ასეა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წესდებით, ამიტომ ეს გაფართოება უფრო პოლიტიკურ მიზანს ემსახურება შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში და მელიას მომხრეების გადმობირების მექანიზმი უფროა, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაიმე ცვლილებების მომასწავებელი,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ინფორმაციისთვის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საზოგადოებას დღეს, 16:00 საათის შემდეგ ექნება კონკრეტული ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვინც უერთდება მანიფესტს და შესაბამისად იქნება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა