თეა ახვლედიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაერო-ს წარმომადგენელს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაერო-ს წარმომადგენელთან ჯიჰან სულთანოღლუსთან შეხვედრა გამართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში გაერო-ს ჩართულობაზე, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს თანათავმჯდომარეობის როლის, ასევე აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ჰუმანიტარული საქმიანობის მნიშვნელობაზე.

„ხაზგასმით აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა და დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებზე, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროება.

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის თანმდევი მძიმე შედეგები, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების უხეში დარღვევები, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისა და უკანონო დაკავებების, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების, ეთნიკური დისკრიმინაციის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის ჩათვლით.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის ჰუმანიტარულ ჭრილში დაუყოვნებელი გათავისუფლების და სიცოცხლის ხელყოფაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის უზრუნველსაყოფად.

თეა ახვლედიანმა სტუმარს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა სამშვიდობო პროცესში საქართველოს მთავრობის ძალისხმევა.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა