ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას მარნეულის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და წევრებიც შეუერთდნენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას უერთდება.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლევან ხაბეიშვილის ქმედებები და გამოსვლები პარტიას აზიანებს.

პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ავრცელებენ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე ლაშა ქველაძე, თავმჯდომარის მოადგილე რამალ ახმედოვი და ფრაქციის წევრები - დავით ქიმაძე და მარინა პეტროვა.

„მარნეულის ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვუერთდებით ჩვენი თანამებრძოლების მოთხოვნას და ვითხოვთ, პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დატოვოს თანამდებობა, ვინაიდან მისი ქმედებები და გამოსვლები აზიანებს პარტიას.

2023 წლის მაისში, მარნეულში გაიმართა პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის შიდა არჩევნები, აღნიშნულ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი და დავით კირკიტაძე მხარს უჭერდნენ კანდიდატს, რომელიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ „ოცნების“ სასარგებლოდ. ამის შემდგომ, პარტიის თავმჯდომარის მხრიდან იყო მცდელობა, დაეხურათ „მიშას გათავისუფლების“ შტაბი, მომხდარიყო გამოცდილი და მებრძოლი ადამიანების გარიყვა პარტიიდან, რაც არ გამოუვიდათ ჩვენი წინააღმდეგობის ფონზე, თუმცა მოახერხეს ის, რომ მარნეულის ორგანიზაცია ორად გაიყო. ამასთან, პარტიის თავმჯდომარის არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია პარტიის გახლეჩა და რეიტინგის კლება, მოქალაქეებში გააჩინა აზრი, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ იბრძვის ხელისუფლების შესაცვლელად და მხოლოდ საპარლამენტო მანდატები აინტერესებთ.

ზემოთ ხსენებული პრობლემები რომ მოგვარდეს, პარტია გაძლიერდეს და ამომრჩეველს დაუბრუნდეს ნდობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ, მიზანშეწონილია ჩატარდეს პარტიის მასშტაბური ყრილობა, სადაც არჩეული იქნება ახალი პოლიტსაბჭო და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, რომელიც უხელმძღვანელებს პარტიას და 2024 წლის არჩევნებზე ერთობით დავამარცხებთ რუს ოლიგარქს“-ნათქვამია „ფეიბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ ზუგდიდის, ხობის, ჭიათურის, ქუთაისის, ფოთის, მცხეთისა და ახალციხის საკრებულოების ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა