იაგო ხვიჩია სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე - იქაც შევივლი და ამომრჩეველს ვეტყვი, რა ხდება იმ ჯგუფში, რომელსაც მოფერებით „სამუშაოს“ ეძახიან

შევივლი და ამომრჩეველს ვეტყვი, რა ხდება იმ ჯგუფში, რომელსაც მოფერებით „სამუშაოს“ ეძახიან. თუ შინაარსობრივად სამუშაო ჯგუფი იქნება - ჩავერთვები, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის 9 პირობის შესასრულებლად სამუშაო ფორმატები შეიქმნება.

ხვიჩიას თქმით, ისინი ყველა შეხვედრაზე დადიან და იქაც „შეივლიან“.

„ჩვენ პარლამენტის შენობაში ყველა ოთახში დავდივართ, რა შეხვედრაც არ უნდა იყოს, აქაც შევივლით. სამუშაო ჯგუფში ჩავერთვები-თქო როგორ გითხრათ, როცა არ ვიცი, სამუშაო ჯგუფი ჰქვია იმას, რაც აქ შეიძლება გაკეთდეს თუ არა. თუ ეს სამუშაო ჯგუფი იქნება შინაარსობრივად, რასაკვირველია, იქაც ვიქნები ჩართული, მაგრამ თუ არ იქნება სამუშაო ჯგუფი და რაღაც სხვა ჯგუფი იქნება, იქაც შევივლი და ამომრჩეველს ვეტყვი, რა ხდება იმ ჯგუფში, რომელსაც მოფერებით „სამუშაოს“ ეძახიან,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩიამ „თავდაცვის კოდექსზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოდექსში სამი მტკივნეული თემაა, რომელიც თავისი არსით აბსურდია და ეს ეხება გაწვევის გასაჩივრების საკითხს, რელიგიური გრძნობების დადგენას და ონლაინ სტუდენტების გაწვევას.

„ეს სამი თემა იმდენად აბსურდულია, რომ ეს მიმძაფრებს ეჭვს, ბატონი გრიგოლი (თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე) შემოგზავნილია. ადამიანს ეუბნებიან, რომ იძულებით მიდის ჯარში, შეუძლია გაასაჩივროს ეს, მაგრამ ამ დროს იქნება კარანტინში და გასაჩივრება არ გააჩერებს გაწვევის გადაწყვეტილებას. მეორე საკითხია რელიგიური. როდის ყოფილა ადმინისტრაციული ორგანო არკვევდეს, ხართ თუ არა მორწმუნე, „ქოცები“ ასეთ ადმინისტრაციულ ორგანოს ქმნიან, რომელიც გაარკვევს, რომელი ღმერთის მიმდევარი ხართ, ამას აქამდე ეკლესიები აკეთებდნენ და როცა ვიკითხეთ, რატომ ართმევენ ამ ფუნქციას მათ, გვითხრეს, კვების რაციონი უნდა შევადგინოთ სწორადო, მაგალითად, მუსლიმს რომ ღორის ხორცი არ გადასცდეს. ამაზე ვეუბნებით, რომ იქნებ ალერგიაც აქვს ვიღაცას, მაგრამ ეს არ შედის, როგორც ჩანს, კვების რაციონის განსაზღვრაში. ამიტომ ესეც აბსურდულია თავის შინაარსში. მესამე საკითხი ეხება სტუდენტებს. რანაირად შეიძლება ადამიანს მოუვიდეს თავში, რომ სტუდენტი თუ დისტანციურად სწავლობს ჰარვარდში, მაგალითად, ან სადღაც, თქვას, რომ ეს არ უშლის ხელს მის ჯარში წაყვანას და იმ დროს, როცა იქ ლექციები აქვს, ამყოფო ყაზარმაში იძულებით ანუ თუ მართლა შემოგზავნილი არ ხარ და ცუდი არ გინდა ქართული ჯარისთვის, ასეთი ბოდვა თავში როგორ უნდა მოგივიდეს,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს