ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ქართველ და უცხოელ მკვლევარებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, საუბრის ძირითად თემებს წარმოადგენდა საპარლამენტო საქმიანობა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, არსებული გამოწვევები და სამომავლო ნაბიჯები.

„შეხვედრისას ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე. ნიკოლოზ სამხარაძემ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.

მკვლევარები ასევე დაინტერესდნენ „3+3 ფორმატთან“ დაკავშირებით საქართველოს პოზიციით, რაზეც ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებით ქვეყანას აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია - საქართველო მასში არ მიიღებს მონაწილეობას, ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს