სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, თემაზე: „საქართველოს ტერიტორიის სამხედრო საინჟინრო უზრუნველყოფის შესაძლებლობების ამაღლება ოპერატიული სივრცის სპეციფიკის გათვალისწინებით“

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის ორგანიზებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, თემაზე: "საქართველოს ტერიტორიის სამხედრო საინჟინრო უზრუნველყოფის შესაძლებლობების ამაღლება ოპერატიული სივრცის სპეციფიკის გათვალისწინებით".

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენცია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ - გენერალ-მაიორი, თენგიზ შუბლაძე; გენერალ-ლეიტენანტი, დავით თევზაძე; გენერალ-ლეიტენანტი, ჯონი ფირცხალაიშვილი; ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, კობა ახვლედიანი; პოლკოვნიკი, გიორგი დანელია; ბრიგადის გენერალი, გიორგი სურმავა; სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ვიცე-პოლკოვნიკი, ირაკლი ბუაშვილი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი, ელგუჯა მეძმარიაშვილი.

როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ განაცხადა, მსგავსი შინაარსის სამეცნიერო კონფერენციები მომავალშიც ჩატარდება და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მასში აქტიურად იქნება ჩართული.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო