აჭარის მთავრობა - ბათუმში შტორმის შედეგად დაზიანებული  სანაპიროს მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს

შტორმის შედეგად დაზიანებული ბათუმის ბულვარის და ქობულეთის სანაპიროს მოწესრიგება მესამე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინტენსიურად ხორციელდება დასუფთავების და პარალელურად, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები.

„მობილიზებულია ბათუმის და ქობულეთის მერიების ყველა შესაბამისი სამსახური. სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული სსიპ "ბათუმის ბულვარის“ მობილური ჯგუფები, საგანგებო სიტუაციების სამსახური. სპეციალური ტექნიკის მეშვეობით, სასეირნო და ველობილიკიდან ინერტული მასის გატანა მიმდინარეობს.

შტორმის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას სპეციალურად შექმნილი კომისია შეისწავლის და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე ყველა უწყებას და სამსახურს დაავალა დროულად მოხდეს გაწმენდითი სამუშაოების შესრულება და დროულად დასრულდეს ყველა სალიკვიდაციო სამუშაო.

„მუნიციპალიტეტის შესაბამისმა მუდმივმოქმედმა კომისიებმა დროულად უნდა მოახდინოს ზარალის შესწავლა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი და დახმარება აღმოვუჩინოთ ყველა კერძო პირს თუ მეწარმეს, რომელიც დაზიანდა აღნიშნული მოვლენებით", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

27 ნოემბერს, უხვი ნალექისა და ზღვაზე შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი და ქობულეთის სანაპირო ზოლი დაზიანდა. მთელი დღის მანძილზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა