ბექა ოდიშარია POLITICO-ს სტატიაზე - ყველა რედაქციაში, მათ შორის, საქართველოშიცაა ერთი-ორი უნიჭო, რომელიც თავს ჟურნალისტს უწოდებს და ამ დროს არის თხუპნია - ურჩევნიათ ენას კბილი დააჭირონ, კალმები ჩაიდონ ჯიბეში

ყველა რედაქციაში, მათ შორის, საქართველოშიც არის ერთი-ორი უნიჭო, რომელიც თავის თავს ჟურნალისტს უწოდებს და ამ დროს არის თხუპნია - ურჩევნიათ ენას კბილი დააჭირონ, კალმები ჩაიდონ ჯიბეებში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან POLITICO-ს სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ამრევი პირების სიაშია და ოლიგარქად არის მოხსენიებული.

ოდიშარია მიიჩნევს, რომ ავტორს ან წარმოდგენა არ აქვს ჟურნალისტიკაზე ან სტატია მილიონებით არის დაფინანსებული. ოდიშარია ასევე არ გამორიცხავს მის მიერ დასახელებული ორივე მიზეზის არსებობას.

„ვიცნობ ამ უნიჭო, აბსოლუტურად არაკორექტულ და არაპროფესიონალ პუბლიკაციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, განპირობებულია ერთი ან მეორე მიზეზით ან ორივეთი ერთად. ერთი არის ის, რომ ადამიანი (ავტორი) არის გაუთვითცნობიერებელი და ყველა რედაქციაში, მათ შორის, საქართველოშიც არის ერთი-ორი უნიჭო, არაპროფესიონალი, რომელიც თავის თავს ჟურნალისტს უწოდებს და ამ დროს არის თხუპნია და წარმოდგენა არ აქვს ჟურნალისტიკაზე ანდა დაფინანსებულია მილიონებით, რომლითაც ფინანსდებოდა სააკაშვილის გამოცხადებული სიკვდილის ვითომცდა ეს ქრონიკა. ფულს იხდის ხალხი, რომ დაზიანდეს ქვეყანა. ჰო, ბიძინა ივანიშვილი თურმე ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მიგვიძღვის რუსეთისკენ და ამ დროს მისი გაპრემიერების შემდგომ საქართველომ მიიღო ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება, ახლა კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. Politico-ს, ვიღაცის მიერ ნაყიდ ხელის ბიჭს თუ გოგოს თუ რედაქციის იმ ნაწილს, რომელიც წარმოდგენას არ იქონიებს და არც აინტერესებს საქართველოს ბედ-იღბალი, ნამდვილად სერიოზულად ვერ აღვიქვამთ. ურჩევნიათ ენას კბილი დააჭირონ, კალმები ჩაიდონ და შეინახონ თავიანთ ჯიბეებში",- განაცხადა ოდიშარიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას