ელენე ხოშტარია - არ უნდა ვიფიქროთ, რას იზამს „ქართული ოცნება“, არამედ იმაზე ვიფიქროთ, „ქართული ოცნება“ რომ არ იზამს, ამის პარალელურად, როგორ არ დავკარგოთ ევროპა - ხელისუფლებას ევროპა არ უნდა

არ უნდა ვიფიქროთ, რას იზამს „ქართული ოცნება“, არამედ იმაზე უნდა ვიფიქროთ, „ქართული ოცნება“ რომ არ იზამს, ამის პარალელურად, როგორ არ დავკარგოთ ევროპა, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ევროპა არ უნდა.

ამასთან, კითხვაზე - როგორია საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა იმის გათვალისწინებით, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანმა შესაძლოა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ხელი შეუშალოს, ხოშტარიამ განაცხადა, რომ „ორბანთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია. ძალიან ხმამაღლა ნათქვამი მათ შორის, ევროპარლამენტში, ევროკავშირში“.

„რაც შეეხება ჩვენი მხრიდან ვალდებულებების შესრულებას, მგონი, ამის კითხვაც კი, უკვე სასაცილოა იმიტომ, რომ ხელისუფლება გაცხადებულად ახორციელებს თავდასხმას ევროპაზე. ის გეგმები, ვითომ რაზეც ლაპარაკობს არის აბსოლუტურად კომიკური და არასერიოზული. ამ ხალხს ევროპა არ უნდათ, მათ ხალხით მანიპულაცია [სურთ]. ამიტომ, არ უნდა ვიფიქროთ რას იზამს „ქართული ოცნება“, არამედ იმაზე უნდა ვიფიქროთ „ქართული ოცნება“ რომ არ იზამს, ამის პარალელურად, როგორ არ დავკარგოთ ევროპა“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში