გიორგი ბარამიძე - არ მგონია, რომ ეუთო-ს მინისტერიალზე ილია დარჩიაშვილის ჩასვლაა პრობლემა - როდესაც უკრაინა, ბალტიის სახელმწიფოები, ლავროვის მონაწილეობას უცხადებენ ბოიკოტს, შეუძლებელია, საქართველომ იგივე არ გააკეთოს

არ მგონია, რომ [საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის] ეუთო-ს მინისტერიალზე ჩასვლაა პრობლემა - როდესაც უკრაინა, ბალტიის სახელმწიფოები, პირადად, ლავროვის მონაწილეობას უცხადებენ ბოიკოტს, შეუძლებელია, რომ ქართული სახელმწიფოს წარმომადგენელმა, როგორც მინიმუმ, იგივე არ გააკეთოს, თუ მეტი არა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რითაც ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ქალაქ სკოპიეში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე დასწრებას გამოეხმაურა.

ამასთან, ბარამიძის განცხადებით, „როგორ შეიძლება, რომ საქართველო დასავლეთის მხრიდან რუსეთის იმპერიულ ზრახვებთან მშვიდობიან წინააღმდეგობას იყოს გამოკლებული“.

„არ მგონია, რომ ეუთო-ს მინისტერიალზე ჩასვლაა პრობლემა. პრობლემა ისაა, რომ იმ ფონზე, როდესაც ჩვენს მოძმე უკრაინაში სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, ჩვენ უკვე 1992 წლიდან მოყოლებული ამდენი ტერიტორია გვაქვს ოკუპირებული და მათ 2008 წელსაც დაემატა. ამ ვითარებაში, როდესაც უკრაინა, ბალტიის სახელმწიფოები პირადად ლავროვის მონაწილეობას უცხადებენ ბოიკოტს და თავისი დიპლომატიური დემარშით მათთვის პუტინის რეჟიმის მიუღებლობას აჩვენებენ, შეუძლებელია, რომ ქართული სახელმწიფოს წარმომადგენელმა, როგორც მინიმუმ იგივე არ გააკეთოს, თუ მეტი არა. საუბარია დიპლომატიურ მოქმედებაზე, მშვიდობიან მოქმედებაზე. აბა სხვა რა უნდა გააკეთოს საქართველომ? სწორედ ამას ვამბობთ, რომ რუსეთმა ეს მშვიდობიანად, დიპლომატიურ არენაზე, პოლიტიკურ არენაზე, ეკონომიკური კუთხით უნდა იგრძნოს. არ აქვს მნიშვნელობა ვინაა ხელისუფლებაში. ქართველი ხალხის პრობლემაა, რომ ეს რეჟიმია ხელისუფლებაში. ხომ არავინ ამბობს, რომ ომი დაიწყეთო და თოფი ისროლეთო?! ახლა დასავლეთმა საბოლოოდ გამოიღვიძა და გლობალური თვალსაზრისით რუსეთის საფრთხე დაინახა. ამ საფრთხის გასანეიტრალებლად უკვე სერიოზული ნაბიჯები იდგმება და როგორ შეიძლება, საქართველო ამ პროცესს იყოს გამოკლებული, რასაც რუსეთის ოკუპაციასთან და რუსეთის იმპერიულ ზრახვებთან მშვიდობიანი წინააღმდეგობა ჰქვია“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო