ენტონი ბლინკენი ისრაელის პრეზიდენტს - ღაზაში დროებით ზავს შედეგი მოაქვს და ის უნდა გაგრძელდეს

ღაზაში დროებით ზავს შედეგი მოაქვს და ის უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს განუცხადა.

„ცეცხლის შეწყვეტამ ღაზას უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის შესაძლებლობა შექმნა. ასე რომ, ამ პროცესს შედეგი მოაქვს. ეს მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებთ, რომ ის გაგრძელდება“, - განაცხადა ბლინკენმა.

„ჩვენ, ასევე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მძევლების სახლში დაბრუნების ძალიან პოზიტიური განვითარება ვნახეთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ რეგიონში მესამედ იმყოფება, ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს და პალესტინის პრეზიდენტ, მაჰმუდ აბასს შეხვდება.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში