საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, მოსწავლე გოგონების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

დღეს, სასტუმრო სტამბის The Dome-ში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, კახეთის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე გოგონების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცერემონიას მთავრობის და კანადის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„გოგონებმა პროექტის „გოგონების გაძლიერება სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობისთვის“ ფარგლებში თემატური ტრენინგები გაიარეს, რომლის მიზანი იყო აემაღლებინა მოსწავლე გოგონების ცნობიერება მათი ფუნდამენტური უფლებების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ძალადობის ადრეული შემჩნევის ტექნიკებისა და კარიერული დაგეგმვის შესახებ.

სკოლის მოსწავლეებმა შეხვედრების ფარგლებში თეორიულ საკითხებთან ერთად, პრაქტიკული სამუშაოებიც გაიარეს, რაც ხელს შეუწყობს მათი უნარების გაძლიერებას უკეთ გაუმკლავდნენ მიგრაციის, უმუშევრობის, განათლებაზე ხელმისაწვდომობის არქონისა და გენდერული ძალადობის გამოწვევებს.

მოსწავლე გოგონებისთვის თემატური ტრენინგების სერია კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში თელავში, გურჯაანში, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოში გაიმართა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია პროექტს „გოგონების გაძლიერება სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობისთვის“ კანადის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და განვითარების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს