მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს 2024 წლის ტურიზმის სტრატეგია გააცნო

მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო სტრატეგია თანხვედრაშია კერძო სექტორის ხედვებთან, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ქვრივიშვილის განცხადებით, შეხვედრა, სადაც 2024 წლის ტურიზმის სტრატეგია შეჯამდა, ძალიან ნაყოფიერი იყო,.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, ჩვენ შევაჯამეთ 2024 წლის ტურიზმის სტრატეგია, კერძო სექტორთან ერთად დავგეგმეთ საერთო აქტივობები, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია, გავხსნათ ახალი მიმართულებები, მოვიზიდოთ უფრო მეტად მსყიდველუნარიანი ტურისტები. ძალიან მოხარული ვარ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია კერძო სექტორის ხედვასთან და ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის კეთებას, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს ტურიზმის, სამთო კურორტებისა და ავიაციის სექტორში დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრას ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

ამერიკის სავაჭრო პალატის ტურიზმის კომიტეტის შეხვედრაზე მაია ომიაძემ 2023 წლის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობები შეაჯამა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ადმინისტრაციის მომავალი გეგმები გააცნო.

სასტუმრო Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure-ის წარმომადგენლის ალექსანდრა პოპსუევის განცხადებით, შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, სადაც სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა ტურიზმის აღდგენის დინამიკის, მარკეტინგული კამპანიების, ტურისტული ბაზრების შესახებ იმსჯელეს, თუ რომელი მიმართულებაა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, განსაკუთრებით სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა ვიმსჯელეთ ტურიზმის აღდგენის დინამიკის, მარკეტინგული კამპანიების, ტურისტული ბაზრების შესახებ, თუ რომელი მიმართულებაა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი. ასევე გავეცანით სტატისტიკურ მონაცემებს, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი უკუკავშირი და კომუნიკაცია გვქონდა სახელმწიფო ორგანიზაციებთან“, - განაცხადა ალექსანდრა პოპსუევამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის სავაჭრო პალატის ტურიზმის კომიტეტის შეხვედრას სასტუმროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიებით ახალი ავიარეისების დანიშვნითა და ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოებით დაინტერესდნენ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო