ალუდა ღუდუშაური - აუცილებლად გვჭირდება აფხაზ დებთან და ძმებთან შერიგება! - ჩვენ ერთმანეთს უნდა შევურიგდეთ და ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო შევქმნათ, რომელსაც საქართველო ჰქვია

ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ აუცილებლად გვჭირდება აფხაზ დებთან და ძმებთან შერიგება! - ჩვენ ერთმანეთს უნდა შევურიგდეთ და ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ, რომელსაც საქართველო ჰქვია - უნდა შევძლოთ, რომ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ, ერთმანეთს გადავეხვიოთ და წარსულის შავი ფურცელი დავივიწყოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, „მისაღებია ნებისმიერი ძალისხმევა, რომელიც ამ დიად მიზანს ემსახურება“.

„უნდა შევძლოთ და პირად წყენებზე მაღლა დავდგეთ იმისთვის, რომ ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს იდეა და მიზანი არის უფრო აღმატებული, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ. ჩვენ ამ ხალხთან, რა თქმა უნდა, შერიგება გვჭირდება!

ოკუპირებული ტერიტორიების ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში ინტეგრაცია და საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნება აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად გვინდა. ერთიანი და ძლიერი საქართველოს შექმნა ერთად უნდა შევძლოთ“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს დე ფაქტო მდივანმა სერგეი შამბამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ვახტანგ ყოლბაიამ დისტანციური შეხვედრა გამართეს. არსებული ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა, რა დროსაც თანამოსაუბრეებმა შეიარაღებული კონფლიქტის საწყისები და მისი დაძლევის შესაძლებლობები მიმოიხილეს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში