იაგო ხვიჩია - სამუშაო ჯგუფებში იმის გამო შევალთ, რომ „ქოცებმა“ არ მოგატყუონ - უნდა იყოს ადამიანი, რომელიც გამოვა და იტყვის: - სამუშაო ჯგუფში მეც ვიყავი და რასაც ამბობენ, ტყუილია!

სამუშაო ჯგუფებში იმის გამო შევალთ, რომ „ქოცებმა“ არ მოგატყუონ - უნდა იყოს ადამიანი, რომელიც გამოვა და იტყვის: - სამუშაო ჯგუფში მეც ვიყავი და რასაც ამბობენ, ტყუილია! - ეს განმარტება ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

ხვიჩიამ აქვე, იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოს მთავრობა ისეთ რამეს არ მოიფიქრებს, რის გამოც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოცემას გადაიფიქრებენ“.

„9 პუნქტის შესრულების ფარგლებში ჩვენ შევალთ ყველგან, სადაც პარლამენტის შენობაში შეხვედრას დავინახავთ. ვეცდებით, მოგაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ხდება რეალურად - არ გვინდა „ქართულ ოცნებას“ იმის საშუალება მივცეთ, გონება აგიმღვრიონ და საზოგადოება შეცდომაში შეგაყვანინონ”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო