ილია დარჩიაშვილი - ევროკომისიის რეკომენდაცია მეტყველებს იმ ძალისხმევაზე, რომელიც ხელისუფლებამ გასწია, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას - არ გვაქვს აღქმა, რომ ერთ ან ორ თვეში ან რომელიმე ტიპის დოკუმენტით ეს პროცესი დაიხურება

საქართველომ გადადგა ქმედითი ნაბიჯები და ეს იქნა შესაბამისად აღქმული და შეფასებული ევროკომისიის მიერ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, დუბაიში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე ყველა სხვა პასუხისმგებელი სახელმწიფო მოხელე მუშაობს აქტიურად, რომ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული მიმდინარე წლის 15 დეკემბრისთვის.

„მე არ დავყოფდი ახალ და ძველ რეკომენდაციებს, არც რაოდენობით დავითვლიდი ამ რეკომენდაციებს, საქართველომ გადადგა ქმედითი ნაბიჯები და ეს იქნა შესაბამისად აღქმული და შეფასებული ევროკომისიის მიერ. ეს გამოიხატა კონკრეტულ რეკომენდაციაში, შესაბამისად, ეს მიღებული რეკომენდაცია საუბრობს იმ ძალისხმევაზე, რომელიც გასწია ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა ქვეყანამ. სწორედ ეს ევროკომისიის რეკომენდაცია მეტყველებს იმ ძალისხმევაზე, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია, შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ არ გვაქვს აღქმა, რომ ერთ ან ორ თვეში ან რომელიმე ტიპის დოკუმენტით ეს პროცესი დაიხურება. საქართველო თანმიმდევრულად არის ჩართული ამ პროცესში. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანას სჭირდება მუდმივად განგრძობადი რეფორმები და ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას აქვს აღებული და ეს არის გზა, რომელიც მიგვიყვანს ევროპული ოჯახის საბოლოო წევრობამდე. რაც შეეხება ლიდერებთან კომუნიკაციას, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ასევე მე, ძალიან ხშირად ვიყენებთ სხვადასხვა პლატფორმებს იმისათვის, რომ ორმხრივ ფორმატებში ვისაუბროთ ჩვენს პარტნიორებთან. ერთი არის ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც დადო ეს დასკვნა, ხოლო მეორეა, როდესაც ჩვენ უკვე წევრ ქვეყნებთან, დედაქალაქებთან უშუალოდ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღონ. საბოლოო ჯამში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის თითოეული წევრი ქვეყნიდან ერთი ხმა, შესაბამისად, მასშტაბის თუ მოცულობის თუ ნებისმიერი პარამეტრით შეფასების მიუხედავად, თითოეულ ქვეყანას აქვს ერთი ხმა და ჩვენთვის თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს გადაწყვეტილება კონსენსუსით უნდა მიიღოს ყველა წევრმა ქვეყანამ, შესაბამისად, როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე ყველა სხვა პასუხისმგებელი სახელმწიფო მოხელე მუშაობს აქტიურად, რომ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული მიმდინარე წლის 15 დეკემბრისთვის“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო