გიორგი კაპანაძე - 50 ათასმა ადამიანმა გადაწყვიტა, ვინ უნდა იყოს პარტიის თავმჯდომარე და ახლა 5-6 ადამიანი ეუბნება მათ, რომ გაუქმდეს თავმჯდომარის პოსტი?! - არასერიოზული მოთხოვნაა

50 ათასმა ადამიანმა გადაწყვიტა, ვინ უნდა იყოს „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარე და ახლა 5-6 ადამიანი ეუბნება ამ 50 ათას ადამიანს, რომ გაუქმდეს თავმჯდომარის პოსტი?! - არასერიოზული მოთხოვნაა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კაპანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მოთხოვნას, რომ 2024 წლის არჩევნებამდე პარტიაში თავმჯდომარის პოზიცია გაუქმდეს და დროებითი მმართველი ორგანო შეიქმნას.

გიორგი კაპანაძემ მიმართა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება გაერთიანებასთან დაკავშირებით, გაიზიარონ.

„ეს არის სრულიად არასერიოზული მოთხოვნა, რადგან ეს ადამიანები გუშინ წინ ითხოვდნენ თავმჯდომარის გადადგომას, გუშინ ითხოვდნენ კონკრეტული ორგანოს შექმნას, რომელიც თურმე პარტიას მართავდა და დღეს კიდევ შეცვალეს თავისი პოზიცია და ითხოვენ თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას, რაც უსაფუძვლო და პოლიტიკურად გაუმართლებელია. რას გვეუბნებიან - რომ გაუქმდეს თავმჯდომარის პოსტი და არჩევნებზე პარტია თავმჯდომარის გარეშე გავიდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები ვერ გამოვიდნენ იმ შიდა არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიიდან?! არასერიოზული და სამწუხარო საკითხია ეს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა გარკვევით, რომ გადავდგათ ნაბიჯი გაერთიანებისკენ. ამისათვის მან გამოაქვეყნა მანიფესტი, ამიტომ ვისაც ერთობა სურს, ვისაც პარტიის გაძლიერება სურს, უნდა შემოუერთდეს ამ კონკრეტულ მანიფესტს. დავუშვათ გაუქმდეს თავმჯდომარის პოსტი „ნაციონალურ მოძრაობაში“ - მერე რა ხდება?, ამით მიიღწევა ის შედეგი, რომელიც აქვს დასახული ხალხს და საზოგადოებას? ამით ვამარცხებთ „ქართულ ოცნებას?“ 50 ათასმა ადამიანმა გადაწყვიტა, ვინ უნდა იყოს „ნაციონალურ მოძრაობაში“თავმჯდომარე და ახლა 5-6 ადამიანი ეუბნება ამ 50 ათას ადამიანს, რომ გაუქმდეს თავმჯდომარის პოსტი?! - არასერიოზული მოთხოვნაა. თანაც არ ითხოვენ შიდა არჩევნებს ალბათ იმიტომ, რომ მოლოდინი არ აქვთ, რომ წარმატებას მიაღწევენ. მე მათ ვთხოვდი, რომ გაიზიარონ პრეზიდენტ სააკაშვილის შეთავაზება", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ითხოვენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, „გადამწყვეტ არჩევნებამდე გაუქმდეს თავმჯდომარის პოზიცია და პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო“. ამის შესახებ საკრებულოს წევრების განცხადება სამოქალაქო გაერთიანება - „ძალა ერთობაშიას“ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

„იმისთვის, რომ დისკუსიისათვის გაჩნდეს სივრცე, არსებობდეს ერთობის შანსი და პარტია გამოუსწორებელ შედეგებამდე არ მივიდეს, რღვევისა და დაშლის ფონზე არ შეხვდეს 2024 წლის არჩევნებს, ვითხოვთ, პარტიის მენეჯმენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, გადამწყვეტ არჩევნებამდე გაუქმდეს თავმჯდომარის პოზიცია და პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო. პოზიციას იზიარებენ და ხელს აწერენ: ნინო კვიტაიშვილი; ანა გოგოლაძე; მამუკა გუგეშაშვილი; გიორგი ონიანი; ზვიად კუპრავა; თორნიკე ბიკაშვილი“,- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი