დავით შერაზადიშვილმა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელ კევინ მაკლოკლინთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელ კევინ მაკლოკლინთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი მირიანაშვილი და პროგრამის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამის მიმდინარეობასა და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს. გადახედეს თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებს და განიხილეს გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულება.

„აღსანიშნავია, რომ კევინ მაკლოკლინმა შეხვედრაზე, პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ მიღწეულ წარმატებებს გაუსვა ხაზი და ეფექტური თანამშრომლობისთვის მერს მადლობა გადაუხადა.

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან ინიციატივას, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 21 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო