მიხეილ სააკაშვილი - ეუთო-ს მინისტერიალში სერგეი ლავროვის მონაწილეობა საბოლოოდ ანგრევს შეუმდგარ ორგანიზაციას - სისტემა აშკარად მოშლილია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეუთო-ს მინისტერიალში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მონაწილეობა საბოლოოდ ანგრევს „შეუმდგარ“ ორგანიზაციას.

როგორც სააკაშვილი წერს, სისტემა აშკარად მოშლილია და ახლა უკვე თითქმის ყველამ დაინახა ეს და ამ მხრივ, ლავროვის გასეირნება მინისტერიალზე, პირიქით, სასარგებლო იყო.

„ლავროვმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს მინისტერიალში სკოპიეში. მგონი, ეს უკვე საბოლოოდ ანგრევს, ამ პრინციპში შეუმდგარ ორგანიზაციას. ამას ვამბობ გულისტკივილით, ვინაიდან 1992 წლის თებერვალში, მე და ზაზა გოგსაძე პირველად შევხვდით დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ეუთო-ს ხელმძღვანელობას და ჩავიტანეთ ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მოთხოვნა.

ცხინვალში რუსების მხარდაჭერით დაგომისის ხელშეკრულების ფარგლებში, ეუთო-ს მისია შეიყვანეს, რომელიც თავიდანვე რუსეთის ჯაშუშებით იყო სავსე. 2008 წლის წინ მათ გაწმენდას იქიდან ცდილობდა მისიის ხელმძღვანელი ფინელი ელჩი ტერი ჰაკალა. თუმცა, ამ ჯაშუშებს, განსაკუთრებით ერთ ბრიტანელს, ცენტრალური ოფისიდან მფარველობდნენ.

ომის დროს ეუთო-მ სრულიად პასიური როლი დაიკავა და შემდგომში ცხინვალის ოფისის თანამშრომლები საქართველოს ადანაშაულებდნენ და რომ არა ჰაკალას მყარი პოზიცია, აუცილებლად დიდი პროპაგანდისტული ზიანი მოგვადგებოდა.

ასევე 2018 წელის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო-ს მოხსენება იყო სამარცხვინო და აშკარად, ეტყობოდა ოლიგარქთან გარიგების კვალი.

მოკლედ, სისტემა აშკარად მოშლილია და ახლა უკვე თითქმის ყველამ დაინახა ეს. ამ მხრივ, ლავროვის გასეირნება მინისტერიალზე, პირიქით, სასარგებლო იყო”, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის „ფესბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა