გია ვოლსკი - რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სამუშაო ჯგუფების საბოტაჟი გაგრძელდება, შეეცდებიან, 15 დეკემბრამდე სირთულე შეუქმნან ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე - პრეზიდენტი არის მექანიზმი, რომელსაც ოპოზიცია იყენებს

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან სამუშაო ჯგუფების მუდმივი საბოტაჟი გაგრძელდება - გამოიყენებენ სიტყვა „დათქმას“, „პირობას“ და ეცდებიან, 15 დეკემბრამდე იქნებ კიდევ რაიმე სირთულე შეუქმნან სახელმწიფოს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის სტრატეგიული ამოცანა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ევრო რეკომენდაციების თაობაზე სამუშაო ჯგუფების შესახებ ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, „საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხმა სერიოზული ისტერიკა გამოიწვია, რადგან ოპოზიციას სტატუსის მიუღებლობის გამო დესტაბილიზაციის რევოლუციური პროცესის განვითარების გეგმა ჩაეშალა“.

„მუდმივი საბოტაჟი, რომელიც ამ სამუშაო ჯგუფებს გაუწიეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რა საკვირველია, ისევ გაგრძელდება. მათი სტრატეგია არ იცვლება და მიზეზიც არ გამოელევათ. სერიოზული ისტერიკა გამოიწვია ამ სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებამ იმიტომ, რომ ჩაეშალათ მთავარი გეგმა, რომ სტატუსის მიუღებლობის გამო დესტაბილიზაციის რევოლუციური პროცესი განვითარებულიყო. ეს არ მოხდა და აქედან გამომდინარე წინასაარჩევნო პერიოდში ისაუბრებენ ყველაფერზე - გამოიყენებენ სიტყვა დათქმას, პირობას და ეცდებიან, 15 დეკემბრამდე იქნებ კიდევ რაიმე სირთულე შეუქმნან სახელმწიფოს ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის სტრატეგიული ამოცანა და ამის უკან იმაზე საუბარი, რომ ისინი არ იყვნენ ჩართულები რაღაც გეგმის შემუშავებაში აბსოლუტურად უსაფუძვლო და ჰაერიდან მოტანილი მიზეზია, რომელიც არასდროს გამოელევათ. ვფიქრობ, მომავალშიც იქნება მათი მხრიდან დესტრუქციული საბოტაჟის ამოცანა განხორციელებული“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკიმ ასევე უპასუხა კითხვას პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ „ადამიანები საქართველოში სამართალს ვერ პოულობენ და არსებობს პრობლემა ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით“.

გია ვოლსკის თქმით, პრეზიდენტი არის ერთ-ერთი ფაქტორი, „რომელსაც რადიკალური ოპოზიცია იყენებს“.

„პრეზიდენტი არის ერთ-ერთი ფაქტორი, მექანიზმი, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია იყენებს, რათა იქნებ 15 დეკემბრის წინა პერიოდში მაინც შექმნას ხელისუფლებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება და თუ ამ ნეგატიური დამოკიდებულების ფონზე მაინც დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჰქონდეს სასაუბრო, რომ პოზიტიური განწყობილება საზოგადოებამ ან მისმა ძალისხმევამ განაპირობა. ამას უკავშირდება მისი, ერთი მხრივ აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკა, მეორე მხრივ კი დამაზიანებელი, რომელიც ქვეყნის საწინააღმდეგოდაა მიმართული. თუ ეს განაცხადა სასამართლოს ეხება, კარგად იცის, რომ სტრასბურგში მიმართვები საგრძნობლად შემცირდა, იმდენად, რომ ეს შეიძლება განაპირობებს კიდეც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მოწინავე პოზიციებზე შეფასებას და რეიტინგებში დაწინაურებას“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა