„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

დაჭრილი და დაშავებული მებრძოლების ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2023 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უწყების მხარდაჭერის პოლიტიკასა და ახალ ინიციატივებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ფონდისთვის დამატებით 800 000 ლარი გამოიყოფა, 2024 წლის იანვრიდან კი, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასთან ერთად, დაჭრილ მებრძოლთა ყოველთვიური კომპენსაციაც გაიზრდება.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, მიმდინარე წელს თავდაცვის უწყებისა და ფონდის მიერ 20 დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურის მკურნალობა დაფინანსდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აღნიშნული მომსახურების უზრუნველსაყოფად უწყებისა და ფონდის მიერ ცალ-ცალკე გამოიყო 100 ათასი დოლარი, ჯამში კი, 200 ათას დოლარამდე ფინანსური რესურსი.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი რამიშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი და ფონდის დამფუძნებელი დავით მამულაიშვილი.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და უწყების მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ. 2018 წლიდან „დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდს” კომპანია „სილქნეტი” ხელმძღვანელობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე