რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი

Index | Wealth Management უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც აერთიანებს რამდენიმე პროექტს თბილისსა და აჭარაში. Index | Wealth Management ინვესტორებსა და პოტენციურ მომხმარებლებს, კვლევებით გამყარებული ინფორმაციის საშუალებით ინვესტიციის სწორად განკარგვაში ეხმარება.

ბოლოდროინდელი მონაცემებით, საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები ისტორიულ მაქსიმუმზეა და ეს ციფრი ყველაზე მაღალია რეგიონში. ქვეყანაში, სადაც უძრავი ქონების სექტორი მუდმივ აღმასვლაშია, ამ ტიპის პროდუქტს ინვესტირების ყველაზე მიმზიდველ და წარმატებულ საშუალებად აქცევს.

Index | Wealth Management-ის პირველი პროექტია - რივერ პარკი, რომელიც ახალი მულტიფუნქციური უბანია თბილისში. კომპლექსი შენდება 30,000 მ2-ზე უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონაში მდინარე მტკვრის პირას, დიღომი #9-ს ტერიტორიაზე.

კომპანიის მთავარი ამოცანაა შექმნას კომფორტული საცხოვრებელი გარემო ქალაქის ეკოლოგიურად სუფთა ნაწილში, რომელიც შორს არის ქალაქის ცენტრის აურზაურისგან და ამავდროულად ახლოს არის ნებისმიერი საჭირო დანიშნულების ობიექტთან.

დაბალი განაშენიანების, 4 სართულიანი შენობები მშვიდი და მყუდრო გარემოს წინაპირობაა. პროექტში შემავალი თითოეული აპარტამენტი ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით.

კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა: გამოიყოფა საპარკინგე ადგილები, გაკეთდება სპორტული და რეკრეაციული ზონები, ასევე მოსასვენებელი და გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის.

სივრცეები დაეთმობა კომერციულ ფართებსაც. ეს ნაწილი საინტერესოა იმ ადამიანებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც კომპლექსის ტერიტორიაზე განიხილავენ თავიანთი ბიზნესის განვითარებას.

კომპანიისთვის პრიორიტეტულია გახდეს მდგრადი განვითარების მაგალითი საქართველოში დადაამკვიდროს ურბანული განვითარების სტანდარტი, რომელიც ჰარმონიაშია ბუნებრივ გარემოსთან.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში