ცოტნე ანანიძე - ენმ-ს თავმჯდომარის წინა არჩევნებიდან მელიასა და ვარშალომიძეს შორის იყო პირადი დაპირისპირება, ეს გამოკვეთილი იყო აჭარის ორგანიზაციაშიც და შეიძლება ითქვას, პროცესები ლოგიკურად დასრულდა

ენმ-ს თავმჯდომარის წინა არჩევნებიდან მელიასა და ვარშალომიძეს შორის იყო პირადი დაპირისპირება, ეს გამოკვეთილი იყო აჭარის ორგანიზაციაშიც და შეიძლება ითქვას, პროცესები ლოგიკურად დასრულდა, - ასე გამოეხმაურა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან” ცოტნე ანანიძე, ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის წევრების პარტიიდან გასვლას.

როგორ ცოტნე ანანიძემ აღნიშნა, ეს არის ვარშალომიძე-მელიას შორის დაპირისპირების გამოძახილი.

„ენმ-ს თავმჯდომარის წინა არჩევნებში მელია და ვარშალომიძე იყვნენ კანდიდატები, სადაც მელიამ გაიმარჯვა. რა თქმა უნდა, ვარშალომიძე და მისი ფრთა მელიას მხარდამჭერებზე, რბილად რომ ვთქვათ, გაბრაზებული იყო. ეს პირადი დაპირისპირება, რაც ახასიათებს ენმ-ს, გამოკვეთილი იყო აჭარის ორგანიზაციაშიც და შეიძლება ითქვას პროცესები ლოგიკურად დასრულდა“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ, რომლის კომენტარს აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ