ოთარ შამუგია კვლევის ანგარიშს „სოფლის მეურნეობის მიღწევები 2018-2022 წლებში“ გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის წარმომადგენლებმა კვლევის ანგარიშის „სოფლის მეურნეობის მიღწევები 2018-2022 წლებში“ პრეზენტაცია წარადგინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სამინისტროს შესაბამისი უწყების და დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობის და წარმატებული თანამშრომლობისთვის.

„უკვე მრავალი წელია, წარმატებით ვთანამშრომლობთ USAID-თან აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით. მათი მხარდაჭერით, არაერთი წარმატებული პროგრამა და პროექტი განვახორციელეთ. სახელმწიფოს და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ერთობლივი, კოორდინირებული საქმიანობით შესაძლებელი გახდა იმ პოზიტიური შედეგების მიღწევა, რაც სოფლის მეურნეობის არაერთი მიმართულებით გვაქვს. კვლევის ანგარიში „სოფლის მეურნეობის მიღწევები 2018-2022 წლებში“ და წარმოდგენილი რეკომენდაციები საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო ზუსტად განვსაზღვროთ პრიორიტეტები და დავგეგმოთ სამომავლო პროექტები ისე, რომ დარგი სწრაფად და ეფექტიანად განვითარდეს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნული კვლევა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მიერ განხორციელებული რიგით მესამე კვლევაა. კვლევის ანგარიში „სოფლის მეურნეობის მიღწევები 2018-2022 წლებში“ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საერთაშორისო კონსულტანტების გორან ჟივკვოვის და ივანა დულიჩ მარკოვიჩის მიერ მომზადდა.

„კვლევის ანგარიში მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის: გლობალური გარემოს გავლენა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორზე, სოფლის მეურნეობაში მთლიანი დამატებული ღირებულება, მიწისა და საკრედიტო ბაზრის განვითარება, მცენარეთა მოვლისა და დაცვის საშუალებების მიწოდება (პესტიციდები, სასუქები), სარგავი მასალა, მექანიზაცია, წარმოების დონის გაზრდა, მეწარმეთა კვალიფიკაციის ზრდა, მოსავლის აღების შემდგომი მართვის გაუმჯობესება, გადამუშავებული პროდუქტი, ხარისხზე ორიენტაცია, სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის მთლიანი ვაჭრობა, პროდუქტის განვითარების ციკლი. ანგარიშში ასევე წარმოდგენილია დარგის განვითარების ხელშეწყობის რეკომენდაციები.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მიერ განხორციელებული კვლევა. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში კვლევის ავტორები ანგარიშს ფართო საზოგადოებას წარუდგენენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა