ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 11 მთამსვლელი დაიღუპა

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 11 მთამსვლელი დაიღუპა

ინდონეზიაში კუნძულ სუმატრას დასავლეთ ნაწილში ვულკან მარაპის ამოფრქვევის შედეგად 12 მთამსვლელი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 12 დაკარგულის ძებნა, უსაფრთხოების მიზნით, დროებით შეჩერებულია.

მაშველებმა 49 მთამსვლელი ევაკუირება განახორციელეს, მათ ნაწილს, მიღებული დამწვრობის გამო, მკურნალობა დასჭირდა.

მარაპი სუმატრაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. 1979 წლის აპრილში მის ამოფრქვევას 60 ადამიანი ემსხვერპლა.