თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა

„ქეი-ეფ-სი საქართველო“, რესტორნების ქსელის გაფართოებას განაგრძობს - კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით მეთხუთმეტე ობიექტი გახსნა.

„ქეი-ეფ-სი“-ს ახალი რესტორანი სტუმრებს ქ.თბილისში, ლუბლიანას ქ. N32 უმასპინძლებს.

KFC (Kentucky Fried Chicken) ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელია, რომელიც სახელგანთქმულია ქათმის მომზადების ლეგენდარული, საიდუმლო რეცეპტით. იგი 1930 წელს დაარსდა კენტუკის შტატში (აშშ) კოლონელ ჰარლანდ სანდერსის მიერ, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო სახელი გაეთქვა თავისი რეცეპტებით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველოში „ქეი-ეფ-სი“-ს რესტორნების ქსელი 2014 წლიდან ოპერირებს, კომპანია ყოველწლიურად განაგრძობს გაფართოებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე „ქეი-ეფ-სი“ გათვლილია 150-მდე სტუმარზე. რესტორანი იმუშავებს ყოველდღიურად 10 საათიდან - 03:00 საათამდე, მიტანის და თან წაღების სერვისით სარგებლობა ასევე იქნება შესაძლებელი 10 საათიდან - 03:00 საათამდე.

შეგახსენებთ რომ „ქეი-ეფ-სი“-ს რესტორნები სრულად შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო