პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი რუმინეთის ელჩს შეხვდა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა რუმინეთის ელჩთან საქართველოში - რაზვან როტუნდუსთან და კონსულ მარიუს პანდელეასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, ლელა ჯანაშვილმა ელჩს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები, სტრუქტურა, საქმიანობა და სამოქმედო სტრატეგიით გათვალისწინებული სამომავლო გეგმები გააცნო, მათ შორის, საკანონმდებლო სიახლეების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპის კოლეგა საზედამხედველო ორგანოებთან თანამშრომლობის კუთხით.

“რუმინეთის ელჩმა რაზვან როტუნდუმ გამოთქვა სურვილი, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოსა და რუმინეთის პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო ორგანოებს შორის გაფორმდეს მემორანდუმი.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს