უკრაინის თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ავრცელებს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ცნობით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მან ნატოს გენერალურ მდივანთან ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობა და ზამთრისთვის უკრაინისთვის აუცილებელი საჭიროებები განიხილა.

„თავდაცვის სამინისტრო ნატოსთან შეიარაღებული ძალების თავსებადობის უზრუნველსაყოფად მუშაობს. უკრაინის ნატოში გაწევრიანება გარდაუვალია. ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხანია აირჩია ეს გზა და ახლა ჩვენ პრაქტიკულ ნაბიჯებზე ვმუშაობთ, რათა ნატოს წევრობას მივუახლოვდეთ“, - წერს უმეროვი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

რუსტემ უმეროვმა აღნიშნა, რომ იენს სტოლტენბერს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო