უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - უკრაინამ ევროკავშირთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კონსულტაციები დაიწყო

უკრაინამ ევროკავშირთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კონსულტაციები დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კონსულტაციების პირველი რაუნდი უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ევროპული საგარეო მოქმედებების სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, შარლ ფრისთან დაიწყო.

კონსულტაციების დროს მხარეებმა ევროკავშირის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიების მიმართ ხედვები გაცვალეს და აქცენტი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე გააკეთეს.

იგორ ჟოვკვამ აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება თავისთავად იქნება უკრაინისა და მთლიანად ევროპული საზოგადოების უსაფრთხოების მძლავრი გარანტია.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი კონსულტაციები უკრაინამ ნოემბერში გერმანიასთან და იტალიასთან, ცოტა ხნით ადრე კი ნიდერლანდებთან და საფრანგეთთან დაიწყო.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა