მედია - ამერიკელი სენატორი, ბერნი სანდერსი ისრაელისთვის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის გაგზავნას ეწინააღმდეგება

ამერიკელი სენატორი, ბერნი სანდერსი ისრაელისთვის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის გაგზავნას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.

„არ ვფიქრობ, რომ მემარჯვენე, ექსტრემისტი ნეთანიაჰუს მთავრობისთვის ჩვენ 10,1 მილიარდი დოლარი უნდა გამოვყოთ, რათა მან ამჟამინდელი სამხედრო მიდგომა განაგრძოს. ის, რასაც ნეთანიაჰუს მთავრობა აკეთებს, არის ამორალური, არღვევს საერთაშორისო სამართალს და ამერიკის შეერთებული შტატები ამ ქმედებების თანამონაწილე არ უნდა იყოს“, - განაცხადა სანდერსმა სენატის სხდომაზე.

ისრაელისთვის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გადაცემა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ მოითხოვა და დახმარების მიზანს ისრაელის „რკინის გუმბათისა“ და „დავითის შურდულის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის აღდგენა, ასევე სამხედრო მარაგების შევსება წარმოადგენს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში