WSJ - ისრაელი „ჰამასის“ გვირაბების დასატბორად ემზადება

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში იმ გვირაბების დატბორვას განიხილავს, რომელსაც „ჰამასი“ იყენებს, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ მიზნით ისრაელელმა სამხედროებმა სატუმბი სისტემა მოაწყვეს.

ნოემბრის შუა რიცხვებში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკის ჩრდილოეთით დაახლოებით ერთნახევარი კილომეტრის მანძილზე მინიმუმ ხუთი ტუმბოს დამონტაჟება დაასრულეს, რომლის საშუალებითაც, შესაძლოა, „ჰამასის“ მიწისქვეშა ქსელის რამდენიმე კვირაში მთლიანად დაიტბოროს.

გამოცემა არ აკონკრეტებს, განიხილავს თუ არა ისრაელი ტუმბოების გამოყენებას „ჰამასის“ მიერ დატყვევებული ყველა მძევლის გათავისუფლებამდე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო