ისრაელის მთავრობა - ომის მეორე ეტაპი რთული იქნება

ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ სამხედრო პუნქტებზე კონტროლს ამყარებენ.

„ჩვენ ახლა ომის მეორე ეტაპზე გადავდივართ - მეორე ეტაპზე, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით რთული იქნება“, - განაცხადა ისრაელის მთავრობის პრესსპიკერმა, ეილონ ლევიმ.

მისი თქმით, ისრაელი ღაზაში ომის ახალ ფაზაში რთულ ბრძოლას ელის, მაგრამ ღიაა კონსტრუქციული უკუკავშირისთვის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის შესამცირებლად. ამასთან, ისრაელის მთავრობის პრესსპიკერის განმარტებით, უცვლელია მათი მიზანი - გაანადგურონ „ჰამასი“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო