ბექა ოდიშარია - ხაბეიშვილის თავის მოჭრას აპირებს მისივე პარტიის ნახევარი - უთავოდ სიარული ურჩევნიათ  ხაბეიშვილის თავით სიარულს

ხაბეიშვილის თავის მოჭრას აპირებს მისივე პარტიის ნახევარი. იმდენად შეაძულა თავი თავის პარტიის წევრებს, რომ არა მხოლოდ ხაბეიშვილის გადადგომას, არამედ საერთოდ პოსტის გაუქმებას ითხოვენ, უთავოდ სიარული ურჩევნიათ ხაბეიშვილის თავით სიარულს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ პარტიის დატოვების საკითხს.

„მე მესმის ამ პარტიის წევრების. „რასაც დასთეს იმას მოიმკი". მთელს საქართველოს უწინასწარმეტყველებდნენ და ხატავდნენ აპოკალიფსურ სცენებს და თავად მიიღეს რეალური აპოკალიფსი საკუთარ პარტიაში“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს