ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, IDU-ს ფორუმზე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს შეხვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, IDU-ს ფორუმზე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს შეხვდნენ.

მისივე თქმით, მაიკ პენსთან ისაუბრეს ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული და ევროპული „რუსი ოლიგარქის“ გარეშე.

„ვაშინგტონში, IDU ფორუმზე, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იღებს მონაწილეობას, მთავარი სპიკერი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი - მაიკ პენსია.

გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საქართველოზე, ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე, ვიყოთ დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო რუსი ოლიგარქისა და მისი რუსული რეჟიმის გარეშე”, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია