ნიკოლოზ სამხარაძე - ბრიუსელში შეხვედრაზე საუბარი იმ პროგრესს ეხებოდა, რაც საქართველოს აქვს

ჩვენ გვქონდა არაფორმალური, მეგობრული შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან. საუბარი იმ პროგრესს ეხებოდა, რაც საქართველოს აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში იმყოფება.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო განხილული. მისივე განცხადებით, საუბარი შეეხო რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს, მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობები.

„ელჩებს აინტერესებდათ, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ასევე მათი სამხედრო განლაგება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ეკონომიკური საკითხები, მათ შორის ის, რამდენად არის საქართველო დამოკიდებული რუსეთთან ვაჭრობაზე. ასევე ინტერესი იყო გამოთქმული ჩვენს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და სამოქმედო გეგმაზე, კერძოდ, როგორ ვხედავთ, ამ გეგმის შესრულების პროცესს. საუბარი იყო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში საქართველოს როლზე. ასევე საუბარი იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, მათ შორის, ჩვენი პარტნიორები დაინტერესდნენ, თუ რა შეიძლება, კიდევ მეტი გააკეთოს ნატო-მ საქართველოსთვის მანამ, სანამ ქვეყანა გახდება ნატო-ს სრულფასოვანი წევრი“,-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება